𝗣𝗿𝗲𝗺𝗶𝗲𝗿𝗲 𝗔𝗹𝗰𝗼 • პრემიერ ალკო

წესები და პირობები

წაიკითხე

ვებ-გვერდით სარგებლობის წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს შეთანხმებას თქვენსა და ი/მ „ადრიან იაჟიან“ (პ/ნ 01008052205) („კომპანია“), ასევე ცნობილი როგორც „არტკოდი“, შორის, რომელიც არეგულირებს თქვენს მიერ კომპანიის პლატფორმის გამოყენებას. არტკოდის პლატფორმა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, მათ შორის კომპანიის მიერ კლიენტებთან და კომპანიის წარმომადგენლებთან განხორციელებული ნებისმიერი კომუნიკაცია შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით, ერთობლივად იქნებიან მითითებული, როგორც „არტკოდის პლატფორმა“. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან იღებს, განიხილება წინამდებარე წესებში განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის პოლიტიკის შესაბამისად.

მომხმარებელი, რომელმაც გადაწყვიტა კომპანიის პლატფორმის გამოყენება მომსახურების მისაღებად, თანხმდება წინამდებარე წესებსა და პირობებზე.

გთხოვთ, სანამ გამოიყენებთ ვებ-გვერდს, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე პირობებს.

კომპანიის ვებ-გვერდის გამოყენების წესებთან და პირობებთან თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით არტკოდის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

1. ტერმინთა განმარტებები

წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ ქვემოთ მოცემული განმარტებები:

  • ვებ-გვერდი – კომპანიის ონლაინ პლატფორმა www.artcode.ge, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეკვეთის გაკეთებას და მომსახურების მიღებას.
  • გამოყენების წესები – წინამდებარე წესები და ნებისმიერი სხვა დამატებითი პირობები, რომლებიც განსაზღვრავს მომხმარებლის მიერ პლატფორმის გამოყენებას.
  • კლიენტი/მომხმარებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს მომსახურების მიღება.
  • კომპანია – ი/მ „ადრიან იაჟიან“, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საიდენტიფიკაციო კოდით 01008052205.
  • ოპერაცია – ნებისმიერი მოქმედება, რომელიც კლიენტმა განახორციელა კომპანიის პლატფორმაზე.

2. განცხადებები და გარანტიები

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

  • მომხმარებელი არის 18 წლის ან მეტი.
  • გაეცნო წესებს და ისინი მისთვის მისაღებია.
  • წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი.
  • მისი ქმედებები არ არღვევს ადგილობრივ ან საერთაშორისო კანონმდებლობას.

3. მომხმარებლის იდენტიფიკაცია

მომხმარებელმა, შეკვეთის განთავსების დროს, უნდა შეავსოს შემდეგი მონაცემები:

  • სახელი და გვარი
  • ელ. ფოსტა
  • ტელეფონის ნომერი
  • მიწოდების მისამართი
4. კომპანიის მიერ შეთავაზებული პროდუქტები

არტკოდი მომხმარებელს სთავაზობს ხელოვნების ნიმუშებსა და მათთან დაკავშირებულ მომსახურებას.

5. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა

კლიენტის მიერ გადახდილი თანხა წარმოადგენს ვალდებულების შესრულებას. კომპანიის მიერ შეკვეთილი პროდუქციის (წუნის გარეშე) მიწოდება წარმოადგენს ვალდებულების შესრულებას.

6. მარეგულირებელი კანონმდებლობა

წინამდებარე პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და ნებისმიერ დავას მხარეები გადაწყვეტენ მოლაპარაკების გზით. თუ მოლაპარაკების შედეგად თანხმობა ორ მხარეს შორის ვერ მიიღწევა, დავა გადავა საქართველოს სასამართლოში.

7. ერთიანი ხელშეკრულება

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს ერთიან შეთანხმებას, რომელიც მოქმედებს სხვა ყველა შეთანხმებასთან ერთად.

აღმოაჩინე

ჩვენი პროდუქტები

ხართ სრულწლოვანი?

ვებ-გვერდი მოიცავს პროდუქციას, რომლის ჩვენებაც დასაშვებია მხოლოდ 18+ ასაკის პირებისთვის. გთხოვთ დაადასტუროთ თქვენი სრულწლოვანება ან დატოვეთ რესურსი.