𝗣𝗿𝗲𝗺𝗶𝗲𝗿𝗲 𝗔𝗹𝗰𝗼 • პრემიერ ალკო

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

გაეცანი

ჩვენს უსაფრთხოების პოლიტიკას

ინფორმაციის დაცულობა

ონლაინ გალერეა არტკოდი იღებს პასუხისმგებლობას თქვენი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობასა და დაცულობაზე. არტკოდს გააჩნია შესაბამისი ტექნიკური და ადამიანური რესურსები, რათა თქვენი პირადი ინფორმაცია სრულად იყოს დაცული.

გთხოვთ, წინასწარ გაეცნოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას ნამუშევრის შესყიდვამდე.

 

თქვენი მონაცემები

როდესაც თქვენ ყიდულობთ ხელოვნების ნიმუშს არტკოდიდან, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს შეკვეთის დასამუშავებლად. თქვენი მონაცემები მოიცავს:

  • სახელი და გვარი;
  • ელ-ფოსტა
  • ტელეფონის ნომერი
  • მიწოდების მისამართი

ჩვენ არ ვაგროვებთ მონაცემებს გადახდის შესახებ და ყველა გადახდა ხდება საქართველოს ბანკების მიერ მოწოდებული გადახდის დამუშავების ოფიციალური სისტემით.

 

ჩვენს მიერ თქვენი მონაცემების გამოყენება

არტკოდი იყენებს თქვენს მონაცემებს მხოლოდ შეკვეთის მართვისა და მიწოდების უზრუნველსაყოფად. ჩვენ არ ვუზიარებთ ამ მონაცემებს სხვა მხარეებს, გარდა საკურიერო კომპანიებისა, რომლებიც უშუალოდ შეკვეთის წარმატებულ დასრულებაზე არიან პასუხისმგებელნი.

 

მონაცემების გაზიარება საკურიერო კომპანიებისთვის

თქვენი შეკვეთის ადგილზე მიტანის უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვთანამშრომლობთ საკურიერო კომპანიებთან, რომლებსაც გადაეცემათ შემდეგი სახის ინფორმაცია თქვენზე:

  • ტელეფონის ნომერი
  • მიწოდების მისამართი

 

მონაცემთა შეგროვება და ანალიტიკა

ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები ვებ-გვერდს www.artcode.ge. როდესაც თქვენ სტუმრობთ ჩვენს ვებ-გვერდს, ჩვენი ვებ-სერვერები დროებით ინახავენ თქვენი მოწყობილობის ზოგად მონაცემებს. ეს მონაცემები გამოიყენება უსაფრთხოების დაცვისთვის, განსაკუთრებით სერვერზე თავდასხმების პრევენციის მიზნით, და ასევე სტატისტიკური ანალიზისთვის. ჩვენ არ ვიყენებთ ამ მონაცემებს ინდივიდუალური მომხმარებლის პროფილების შესაქმნელად და არც ვუზიარებთ მესამე პირებს. ასევე, ვსარგებლობთ სხვადასხვა მესამე მხარის სერვისებით, მათ შორის Google Analytics და Facebook Pixel-ით, რათა დაგვეხმარონ ამ მონაცემების შეგროვებასა და ანალიტიკაში.

 

ქუქი (Cookies)

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს გარკვეული სერვისების მხარდასაჭერად. ქუქიები მცირე ტექსტური ფაილებია, რომლებიც ინახება თქვენს ბრაუზერში და საშუალებას აძლევენ სისტემას გაიგოს, თუ რამდენჯერ ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს ერთსა და იმავე მოწყობილობიდან.

სესიის ქუქიები ინახება თქვენს მოწყობილობაზე მხოლოდ ერთ ინტერნეტ სესიაზე და ისინი არ შეიცავენ პერსონალურ მონაცემებს. ზოგიერთი სერვისისთვის ვიყენებთ მუდმივ ქუქიებს, რომლებიც მხარს უჭერენ მომავალი სესიებისთვის საჭირო ფუნქციებს და ინახება მანამ, სანამ არ წაშლით მათ. თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ თქვენი ბრაუზერი ისე, რომ ქუქიების შენახვა თავიდან აიცილოთ ან წაშალოთ ისინი ინტერნეტ სესიის ბოლოს.

 

მონაცემთა უსაფრთხოება და შენახვა

ჩვენ მივყვებით ზოგადად მიღებულ სტანდარტებს, რათა შევინახოთ და დავიცვათ ჩვენს მიერ შეგროვებული პერსონალური მონაცემები, როგორც გადაცემის დროს, ასევე მიღებისა და შენახვისას. ჩვენ ვიყენებთ დაშიფვრას, სადაც ეს საჭიროა. ჩვენ ვინახავთ პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ მანამ, სანამ ეს აუცილებელია ჩვენგან შეძენილი სერვისების უზრუნველსაყოფად და ჩვენ შეიძლება შევინარჩუნოთ ეს ინფორმაცია იურიდიული ან ანალიტიკური მიზნებისთვის მომსახურების შეწყვეტის შემდგომ.

 

ასაკობრივი შეზღუდვები

ჩვენ არ ვთავაზობთ ჩვენს სერვისებს 18 წლამდე ასაკის პირებს. თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ 18 წლამდე ასაკის პიროვნებამ მოგვაწოდა პერსონალური მონაცემები, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე.

 

შეკითხვები & კონტაქტი

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან პრეტენზია ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით : info@artcode.ge

აღმოაჩინე

ჩვენი პროდუქტები

ხართ სრულწლოვანი?

ვებ-გვერდი მოიცავს პროდუქციას, რომლის ჩვენებაც დასაშვებია მხოლოდ 18+ ასაკის პირებისთვის. გთხოვთ დაადასტუროთ თქვენი სრულწლოვანება ან დატოვეთ რესურსი.